უკრაინის რადამ ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულებამდე უარი თქვა ცალკეული რუსული მედიასაშუალებების ჟურნალისტების, ოპერატორებისა და პროდიუსერებისთვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში აკრედიტაციაზე.
დადგენილება პარლამენტმა 239 დეპუტატის მხარდაჭერით მიიღო, თუმცა მის დამტკიცებას 226 ხმა სჭირდებოდა. რადამ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს დაავალა, სასწრაფო წესით წარმოადგინოს იმ რუსული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების სია, რომელთათვის აკრედიტაციის შეჩერება ატო-ს დასრულებამდე იგეგმება.