უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელსაც რუსეთის საგამოძიებო ორგანოები ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ედავებიან და პატიმრობაში ჰყავთ, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ რუსი ჟურნალისტები არ მოუკლავს, ხოლო რუსეთში მყოფ მის გულშემატკივრებს საგანგებოდ გამოუცხადა მადლობა.
"დავბადე უკრაინელად და უკრაინელად მოვკვდები" - ეს ტრაფარეტი მას სასამართლო პროცესზე ხელში ეჭირა. შეგახსენებთ, სავჩენკო უკვე ორი თვეა, შიმშილობს და საკანში მხოლოდ წყალს იღებს. ის ამჟამად 50 კგ-ს იწონის, 34 წლის პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
მისი გათავისუფლების მოთხოვნით, მისივე ფოტოებით ხელში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უშუალოდ ვლადიმირ პუტინს მიმართეს, მაგრამ რუსეთმა ამაზე არათუ უარი განაცხადა, არამედ საერთოდ უარი თქვა ევროსაბჭოს წარმომადგენელთა შეშვებაზე სავჩენკოსთან საკანში.
გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ნადეჟდა სავჩენკოს პატიმრობის ვადა 13 მაისამდე გაუგრძელეს.