დრეს რუსმა ბოევიკებმა, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრების ინსტრუქტაჟით მოქმედებენ, უკრაინის ატო-ს ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ კრამატორსკს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "ტორნადოს" რაკეტები დაუშინეს.
დაბომბვა ორ ეტაპად განხორციელდა. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში: პირველი მონაცემებით, დაიღუპა სამი და დაიჭრა 15 მოქალაქე. მსხვერპლია უკრაინელ სამხედროებშიც: ერთი რაკეტა ატო-ს შტაბის სიახლოვეს აფეთქდა.