
სპეციალური დანიშნულების პოლკი „აზოვი“ მარიუპოლიდან აღმოსავლეთ მიმართულებით ფართომასშტაბიან შეტევას აგრძელებს. კომინტერნოვოსთან, რომელიც სტრატეგიულ წერტილადაა მიჩნეული, უკრაინის დროშა აფრიალდა.
„შიროკინოსთან ვწმინდავთ მეორე ბლოკპოსტის მიმდებარე ტერიტორიას, ფრონტის მთელ ხაზზე გააფთრებული ბრძოლააა“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პოლკი ავრცელებს.
„სპეცრაზმის შერეული დანაყოფების ნაწილმა (არ დავაზუსტებს, რომლებმა) ბრძოლის ველი დატოვეს ჯერ კიდევ აქტიური მოქმედებების დაწყებამდე. ამის მიუხედავად, შეტევა გრძელდება წარმატებით“, - წერენ აზოველები.
მარიუპოლიდან აღმოსავლეთით, 10 თებერვლის დილიდან დაწყებული შეტევის შედეგად „აზოვმა“ შიროკინო და პავლოპოლი გაათავისუფლა. დაწყებულია დაწყებულია ოკტიაბრის შტურმი.