„მშვიდობის ფერები“ - ფილმი, რომელმაც ზუგდიდში და სოხუმში სხვადასხვა თაობები აატირა (ვიდეო)

Image

ფორუმ-თეატრის ფორმატით წარმოდგენილ სპექტაკლში „მშვიდობა იწყება ჩვენგან“, რომელიც ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა აფხაზ თანატოლებს მიუძღვნეს, გულგრილი არავინ დატოვა არც ზუგდიდში და არც სოხუმში.

 

განათლებისა და განვითარების ცენტრ "აკადემუსის" მიერ განხორციელებული პროექტის "სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს" ფარგლებში შეიქმნა ფილმი "მშვიდობის ფერები".

 

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM-ი.

 

ამ პროექტში ცენტრ "აკადემუსის" პარტნიორია ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პრპფესიული დრამატული თეატრი.

 

სცენარის ავტორი მაია კალანდიაა - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი.

 

სპექტაკლში მოქმედება სამშვიდობო ბანაკში ვითარდება, სადაც ქართველი ბიჭი და აფხაზი გოგო ერთმანეთს გაიცნობენ. ემოცია პიკს აღწევს, როცა აფხაზი გოგონა თანატოლ, ქართველ მეგობარს სოხუმში გადაღებულ, ბიჭის ბაბუის სახლის ფოტოს ჩუქნის.

 

სპექტაკლში სხვა ემოციური ნაწილიცაა: აფხაზური სიმღერა, რომელსაც გოგონა ასრულებს. მას ეს სიმღერა ბებიამ ასწავლა...

 

სპექტაკლი ოქტომბერში ჯერ ზუგდიდში აჩვენეს. ეფექტმა მოლოდინს გადააჭარბა: დარბაზში ზლუქუნის, ზოგან ქვითინის ხმაც ისმოდა. რამდენიმე მაყურებელი შეუძლოდ გახდა, ტიროდნენ არამარტო საშუალო ასაკისა და ამ ასაკს გადაცილებული ქალები და კაცები, მოზარდებიც...

 

იყო ემოციები, განხილვა, მოგონება... ზუგდიდში იგონებდნენ აფხაზ მეგობრებს, გაიხსენეს მაგალითები, როცა საომარი მოქმედებების დროს სოხუმში, აფხაზმა მეზობელმა ქართველი გადაარჩინა - თავის სახლში დამალა, მერე კი უმეგზურა და ენგურის ხიდამდე მიაცილა. განხილვებმა და საუბრებმა ცალსახად აჩვენა, რომ ხალხს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვს, ხალხს მშვიდობა ენატრება, ხალხს ერთმანეთი ენატრება და ადამიანებს ის წლები არ ეთმობათ, როცა ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ, ყოველ დილით ერთმანეთს ესალმებოდნენ და წარმატებულ დღეს უსურვებდნენ, როცა სიხარულსა და ტკივილს თანაბრად იზიარებდნენ...

 

სპექტაკლი 16 ადგილას აჩვენეს, მესტიის ჩათვლით. ის ნახეს ყველა იმ სოფელში, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მდებარეობს. იყო უამრავი ხალხი და გადავსებული სააქტო დარბაზები, იყო დიდი ინტერესი და, რა თქმა უნდა, იყო ცრემლი - გულწრფელი ცრემლი. სწორედ ეს იყო ამ სპექტაკლის თანმდევი ყველგან - ცრემლი ზუგდიდში, ცრემლი სოხუმში, ცრემლი მესტიაში, ცრემლი ოჩამჩირეში... ფილმის გადაღების შემდეგ ამავე ფილმის დუბლირებაც გაკეთდა, აფხაზურ ენაზე.

 

„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, დონორი ორგანიზაციის ერთერთმა წარმომადგენელმა "აკადემუსის" მიერ მომზადებული ფილმის ჩანაწერი სოხუმში წაიღო, იქ ადგილობრივები, ის თაობა შეკრიბა, რომლებსაც ახსოვთ, როგორ მშვიდობინად თანაცხოვრობდნენ ქართველები და აფხაზები და ფილმი აჩვენა. მერე ზუგდიდში დარეკა - შოკირებული ვარ, ვინც უყურა, ყველამ იტირაო...

 

ნინო კეკელია, "აფხაზეთის ხმა"

 

ფილმის აფხაზურ ენაზე დუბლირებული ვარიანტი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !