
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მსოფლიოს უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების დაღუპული და დატყვევებული რუსების პასპორტები და სამხედრო ბილეთები აჩვენა.
"მე თან წამოვიღე პასპორტები და სამხედრო ბილეთები, რომლებიც უკრაინაში რუს სამხედროებს ჩამოართვეს. ეს საუკეთესო დადასტურებაა რუსული აგრესიისა და რუსეთის არმიის დანაშაულებრივი ქმედების", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ჰუმანიტარული თვირთის საფარქვეშ უკრაინაში ჯავშანმანქანებ, ტანკები, სარაკეტო სისტემები და საბრძოლო მასალები შეაქვთ.
პოროშენკოს თქმით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დროს სულ 1.432 ჯარისკაცი და 5.600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ უკანასკნელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში მებრძოლ ეთნიკურ რუსებს მოხალისეებს უწოდებს და უარყოფს, რომ იქ რუსი სამხედრო პირები იმყოფებიან.