
მოსკოვში, უკრაინის საელჩოსთან ყვავილებით მისული მოსკოველები პოლიციამ სასტიკად სცემა. საბოლოო ჯამში, ნაცემია ოცამდე მოქალაქე.
სცემეს, ძირითადად, ახალგაზრდები, რომლებიც იქ უკრაინისთვის სამძიმრისა და თანაგრძნობის გამოსახატავად მივიდნენ, მარიუპოლში დატრიალებული ტრაგედიის გამო, როცა რუსი ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ ქალაქის დაბომბვას 30-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები შეეწირა.
როგორც ჩანს, პოლიცია სპეცდავალებით მოქმედებდა: მათ არავის დაკავება არ გაუფორმებიათ, მოქალაქეები შემთხვევის ადგილს გაარიდეს და ნაცემი გამოუშვეს. მამაკაცებთან ერთად, ნაცემი არიან ქალებიც.