"თავისუფალი ზონის" ინფორმაციით, უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში დაიღუპა ქართველი მოხალისე ალეკო გრიგოლაშვილი.
ალეკო გრიგოლაშვილი, რომელსაც მეგობრები მეტსახელად, სიყვარულით "ჩუჟოის" ეზახდნენ, მაშინ დაიღუპა, როცა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეში, საავადმყოფოს იცავდა.
საავადმყოფოს ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა, რომელიც ქალაქის დამცველებმა გაატარეს, თუმცა, მანქანაში ბოევიკები აღმოჩნდნენ, რომლებმაც მოულოდნელად გახსნეს ცეცხლი, რასაც რამდენიმე მებრძოლი ემსხვერპლა. მათ შორის ალეკო გრიგოლაშვილიც იყო.
ალეკო გრიგოლაშვილზე, ისევე, როგორც უკრაინის ფრონტზე მებრძოლ სხვა ქართველებზე (საქართველოს მოქალაქეებზე) სიუჟეტი "პოსტსკრიპტუმში" ნოდარ მელაძემ მოამზადა.
ვიდეო: ფრაგმენტი "პოსტსკრიპტუმის" სიუჟეტიდან - ალეკო გრიგოლაშვილი ესაუბრება სიუჟეტის ავტორს.