გიორგი ბარამიძე უკრაინაში, ატო-ს ზონაში, წინახაზზე გავიდა

Image

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე უკრაინის ატო-ს ზონაში, ბატალიონ „აიდარის“ მიერ დაკავებულ პოზიციებზე, უშუალოდ წინახაზზე იმყოფებოდა.

 

ბატალიონის მეთაურ სერგეი მელნიჩუკთან ერთად ბარამიძე ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებში იმყოფებოდა, სადაც ბრძოლის წინახაზი გადის. აქ ის „აიდარის“ მებრძოლებს, მათ შორის, ქართველ მოხალისეებს შეხვდა.

 

ქართველმა მოხალისეებმა მას საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცეს, რომელიც მთელი ბრძოლების განმავლობაში თან ჰქონდათ. მათ ვიცე-სპიკერს სთხოვეს, დროშა საქართველოში წაიღოს და თანამემამულეებს მაიდნის გაუტეხელი სულისა და შემართების სიმბოლოს გადასცეს.

 

გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ შეძრულია სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის დამანგრეველი შედეგებით, მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა და პარალელი გაავლო საქართველოში რუსი აგრესორების მიერ დაბომბილი დასახლებული პუნქტების მდგომარეობასთან.

 

„უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლის უკანასკნელი ფორპოსტია“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ. – „ის არის საბრძოლო ზღვარი არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთლიანად, აღმოსავლეთ ევროპისთვის. მე გავიცანი დღეს ამ ფორპოსტის მცველები და მე ვამაყობ მათით. მინდა გადავცე მათ ჩემი პირადი და ქართველი ხალხის მადლიერება იმისთვის, რასაც აკეთებენ“.

 

აღსანიშნავია, რომ ბატალიონ „აიდარის“ მეთაური სერგეი მელნიჩუკი რადის დეპუტატი გახდა, თუმცა, ამის მიუხედავად, არ ტოვებს ბატალიონს და ხშირად გადის წინახაზზე.

 

baram1.jpg

baram2.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !