
"შაითანებმა თავიანთი უკანასკნელი ძალა გვიჩვენეს, თუმცა, სამართალდამცველებს მათი განასდგურება 15 წუთში შეეძლოთ. ცხრა ბოევიკი ლიკვიდირებულია, დანარჩენთა ცხედრებს ნანგრევებში ეძებენ", - ეს განცხადება რამზან კადიროვმა გააკეთა.
კადიროვმა კონტრტერორისტული სპეცოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა, თუმც, გროზნოში შემოღებული რეჟიმი ჯერ არ მოუხსნია. ოფიციალური ინფორმაციით, 10 პოლიციელი დაიღუპა, 21 კი დაჭრილია. ბოევიკებიდან, ასევე ოფიციალური ცნობით, 7 მებრძოლი მოკულია.
ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ გამოიყურება გროზნი ღამითა და დილის საათებში წარმოებული ბრძოლების შემდეგ.