
სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბრალი ოფიციალურად მოეხსნა. აღნიშნული ინფორმაცი სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაავრცელა:
„ბაჩო ახალაიას ე.წ ციხის ბუნტის საქმეზე ბრალდება ოფიციალურად მოეხსნა. თუმცა, მას აქვს აღმკვეთი ღონისძიება ახლად დაწყებულ საქმეზე შეფარდებული. ეს საქმე თავის დროზე შესწავლილი მაქვს და წარმოდგენილი მაქვს მოხსენებები, ეს ამბოხება ადმინისტრაციის ქმედებებმა გამოიწვია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.