“გოლფ კლუბ ამბასადორი კაჭრეთის“ ინიციატივით, ღონისძიება – „შემოდგომა კაჭრეთში“ გაიმართა (ვიდეო)

Image

“გოლფ კლუბ ამბასადორი კაჭრეთში“ ღონისძიება – „შემოდგომა კაჭრეთში“ გაიმართა.
ღონისძიებაზე შემოდგომასთან ასოცირებული რთველის ტრადიცია გაცოცხლდა.

 


საღამოს ფარგლებში „მოძრაობის თეატრმა“ თემატური თეატრალიზებული სკეტჩები წარმოადგინა. სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეულ საპატიო სტუმრებს გლეხების, თავადების, ბანოვანების, კინტოების ფორმებში გამოწყობილი მსახიობები შეეგებნენ და მათ თეატრალიზებულ რთველში უშუალოდ ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.

 

საღამოზე წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ელემენტების შემცველი ფოლკოლური ნომრები. მასში მონაწილეობდა ეთნო ჯაზჯგუფი – „ეგარი“, რომელმაც საკუთარი, პოპულარული მუსიკალური ნომრები წარმოადგინა. იმ დღეს გოლფ-ტურნირიც გაიმართა, სადაც პროფესიონალი მოთამაშეები მონაწილეობდნენ. ტურნირის გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცათ. როგორც ტურნირის დასრულების შემდეგ გოლფის ფედერაციის პრეზიდენტმა თორნიკე ქებურიამ განაცხადა, მსგავსი სახის ტურნირები საქართველოში გოლფის განვითარებას შეიწყობს ხელს.

 

“ტურნირის მონაწილეებმა ძალიან საინტერესო თამაში გვაჩვენეს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოში გოლფის განვითარებას“, – აღნიშნა ქებურიამ. ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერა საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა „კვირამ “ უზრუნველყო. მას ჟურნალისტი ლიკა ქორქია უძღვებოდა.
ღონისძიების პარტნიორობას უწევდნენ პოლონურ-ქართული კომპანია „აგრომაქს დეკორი“, რომელმაც სპეციალურად ამ დღისთვის პოლონეთიდან საქართველოში სხვადასხვა ჯიშის იშვიათი დეკორატიული მცენარეები ჩამოიტანა. „ამბასადორი კაჭრეთის“ როგორც გარე ლოკაცია, ისე დარბაზის შიდა ინტერიერი, სპეციალური დიზაინით სწორედ „აგრომაქს დეკორმა“ გააფორმა.

 

ოფიციალური ნაწილის შემდეგ კუბური მუსიკის საღამო გაიმართა. კომპოზიციები კუბიდან მოწვეულმა პროფესიონალმა მუსიკოსებმა წარმოადგინეს. საღამო „მოძრაობის თეატრის“ ცეცხლოვანი შოუთი დაიხურა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !