ცნობილ კომპოზიტორსა და შემსრულებელს, ნატო გელაშვილს თავისი სახელობის ვარსკვლავს გაუხსნიან.
როგორც ცნობილი გახდა, მუსიკალური ღონისძიება 20 სექტემბერს შედგება მას თბილისის დიდი საკონცერტო
დარბაზი უმასპინძლებს. საღამოზე ნატო გელაშვილის 30-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობა შეჯამდება,
საღამოს ბოლოს კი ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიების რეჟისორი იქნება ლევან წულაძე.
ვარსკვლავის გახსნის შესახებ ინფორმაცია კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დათო ოქიტაშვილმა
გაავრცელა და ნატოსთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.