საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროექტის, საქართველოს ვარსკვლავის გამარჯვებული
თორნიკე ყიფიანი წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.
დღეს ტელეკომპანიის ეთერში იმ სიმღერის პრემიერა შედგა, რომლითაც მომღერალი ევროვიზიაზე
წარდგება. გამოვიდა სიმღერაზე გადაღებული ვიდეორგოლიც.
სიმღერას Take Me As I Am (მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ) ჰქვია. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია,
ხოლო არანჟირებაზე მასთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა. ბერძენიშვილი მარიკო ლეჟავასთან და მარიამ
შენგელიასთან ერთად ყიფიანის ბექვოკალიცაა.