
4 მარტს,19:00 საათზე, გიო ხუციშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნება.
ინფორმაციას ამის შესახებ "საზოგადოება თბილისელი" ავრცელებს.
"რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს. . .
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც-
კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს!
..................................
თბილისელებს და არა მარტო თბილისელებს, 4 მარტს, გიწვევთ გიო ხუციშვილის სახელობის ქუჩის გახსნაზე."-წერს
"საზოგადოება თბილისელი"