
კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის კონცეპტუალური საღამო 25 თებერვალს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა.
მისი სიმღერები შეასრულეს: ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნინო ქათამაძემ, სოფო გელოვანმა, შვიდკაცამ,
თეატრალურის კვარტეტმა, პაპუნა შარიქაძემ, გიორგი ცაგარელმა და სხვა ცნობილმა მუსიკოსებმა.
მუსიკალური საღამოს ორგანიზატორი საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია და გიგა კობალაძე იყო.
კომპოზიტორმა საღამოს შესახებ შთაბეჭდილებები რადიო „აფხაზეთის ხმასაც“ გაუზიარა:
„მინდოდა საინტერესო საღამო გამოსულიყო, ისეთი, ადამიანე ბისთვის საფიქრალი რომ დამეტოვებინა,
რეპეტიციებს დიდი ხნის განმავლობაში გავდიოდით, ვემზადებოდით... ვფიქრობ, შემსრულე
ბლებზე კარგად და სწორად იყო გადანაწილებული ის კომპოზიციები, რომლებიც მათ დიდ სცენაზე შეასრულეს,
საინტერესო საღამო გამოვიდა"