"უბედურია ის ადამიანი, ვისაც არ ჰყვარებია-მე ქალის სახე შევქმენი და მერე ცოლად მოვიყვანე ის ქალი"-ინტერვიუ მამუკა ჩარკვიანთან(ექსკლუზივი)

Image

როცა ვმუშაობ და მუსიკას ვქმნი, ინტერვიუზე არ ვთანხმდებიო- მისვლისთანავე მითხრა. ჩავთვალე, რომ 

გამიმართა...ვიფიქრე,  რადგან დროს მითმობს,პირველივე კითხვით რაიმე სასიამოვნოს გავახსენებმეთქი... 

 
დავიწყეთ ბავშვობით...
 
"ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ცელქი და მოუსვენარი,როგორც ყველა. სკოლაში კარგზე კარგად ვსწავლობდი,
თუმცა მათემატიკა არ მიყვარდა,  როგორც ჩანს, ნიჭი არ გამომყვა. არც ფიზიკა და ქიმია  მიყვარდა..
სკოლაშიც ვცელქობდი, რამდენჯერმე თავიც გავიტეხე...ახლა რომ დიდ რაღაცებს აფეთქებენ, ჭურვის ხმა
რომ აქვს, ეგეთი ჩამომიტანეს,აქ არავინ არ იცოდა რა იყო. ორ ცალს ერთმანეთზე გადავაბამდი და 
ფოსტაში ვისროდი. იქ რაღაც აფეთქდაო, ჭორები რომ დაიყრებოდა, მე და  და ჩემი ამხანაგი თემური ვიყავით..
ვერ გამოგვიჭირეს..."
 
 
სკოლის ასაკში კარგად დაგეგმილი აფეთქებების პარალელურად, შემსრულებელი მე8 კლასიდან უკრავდა,
მე9 კლასში პირველი სიმღერაც დაწერა:
 

3-1.jpg

 
"ბაკურიანიდან ჩამოვედი და შეყვარებული ვიყავი,დავწერე პირველი სიმღერა:"ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ,
გაზაფხულის ნისლი ხარ..." მას  ახლა  ლაშა ღლონტი ასრულებს..."
 
ყოველთვის მეგონა,რომ ხელოვანი ადამიანები სიყვარულის გრძნობას განსაკუთრებულად აღიქვამდნენ
და ვისთან გადავამოწმენდი ამას, თუ  არა ბატონ მამუკასთან...
 
"ზოგი კითხულობს :ეს რა იყო, კაცო?!და ზოგი არ კითხულობს,უბრალოდ იცის,რომ სიყვარული მოვიდა...
მე ქალის სახე შევქმენი და მერე ცოლად  მოვიყვანე ის ქალი..რომ გავიზარდე, მართლა გავიცანი ისეთი ქალი,
როგორიც მაშინ მინდოდა რომ ყოფილიყო, შემხვდა და შვილი მყავს  მისგან-ირინოლა ჩარკვიანი. "
 
სიყვარულის თემაზე საუბარს სანამ დავასრულებდით, შევეკითხე რომანტიკოსი თუ ხართთქო?
ვიყავიო-მიპასუხა. 
 
"და თუ როგორია რომანტიკოსი ადამიანი, ამას ორი სიტყვით ვერ  ავხსნი. თუმცა ,ალბათ, ჩემნაირი-ადამიანი,
რომელიც თავის  გონებაში წარმოიდგენს სასურველ ქალს,  შეიყვარებს და ის
ამ დროს  არც არსებობს.წლების შემდეგ თუ მისნაირი ვერ ნახა, მიამსგავსებს ვინმეს და მას შეიყვარებს.
თვითონ სიყვარული ბევრჯერ მოდის... ჰემინგუეის აქვს ასეთი რომანი:"ვისთვის რეკენ ზარები"-სინტერესო
რომანია, სადაც  ერთ-ერთი ქალი პერსონაჟი ამბობს,რომ ორჯერ უყვარდა:ერთი ქმარი,რომელიც ომში დაეღუპა
და მეორე ვისთან ერთადაც ახლა ცხოვრობდა. თავის დროზე ეს ეპიზოდი ასე გავშიფრე:რამდენჯერაც 
გეწვევა,იმდენჯერ არის... ზოგთან საერთოდ არ მოდის და უბედურია ის ადამიანი, ვისაც არ ჰყვარებია...."
 
 
 

1.jpg

 
გაიხსენა მისი პირველი გამოსვლა დიდ სცენაზე, მაშინ 40 წლის იყო,მანამდე ვპურმარილობდიო..
 
ამბობს, რომ სიმღერებს თავისთვის წერს და თავისთვის მღერის ,ხოლო როცა საზოგადოებაში გაიჟღერებს,
 
ჰიტი ხდება. 

 

 
 სიმღერების უმეტესობას   ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე ასრულებს. მამუკა ჩარკვიანმა 
მამაც გაიხსენა:"პატარა ბიჭი არ ვიყავი, როცა მშობლები დავკარგე, მამა რამდენიმე წლის წინ
გარდაიცვალა და აი, ეს სურათი გეტყვის ყველაფერს"-კედელზე გაკრული ფოტოსკენ მიმითითა-მამაჩემის
გასვენებაშია გადაღებულიო- "ჩემთვის მკაცრი მამა იყო , მაგრამ ბევრი რამე ვისწავლე მისი სიმკაცრიდან,
პირადად მე არ ვარ მკაცრი მამა, რბილი ვარ,მე ყველაფერში ვუგებ, მაგრამ თქვენი თაობა სხვა პლანეტიდან
არის .."
 
 

5a04577a17ca0-video.jpg

 

 
ინტერვიუს დასასრულს ვკითხე ადამიანები თუ იცვლებიანთქო-მიპასუხა, რომ არა:"ისეთი ხარ, როგორიც
იყავი, დამსმენს , როგორც კი შანსი მიეცემა დაგასმენს, თუმცა საკუთარ თავში უნდა ნახო ძალა და რაღაც შეცვალო
, მე მაგალითად წლების განმავლობაში ვსვამდი, იმაზე მეტს , ვიდრე უნდა დამელია, ახლა საერთოდ აღარ ვსვამ ,შევიცვალე,
ძალა ვიპოვე , რომელმაც ეს გამაკეთებინა..."
 
ოთახის კუთხეში თეთრი ფერის როიალი შევამჩნიე, როგორც შემსრულებელმა თქმა,მუსიკას დროს ყოველ დღე
უთმობს:ყოველ დღე რომ არ ვიმუშავო, არ არსებობს , სურვილი მაქვს, ზოგჯერ გამომდის, 
ზოგჯერ არ გამომდის, იმ დღეს ტელევიზორში ვიყავი და იქ მითქვამს- მერე ვნახე.ის ფრაზები, რომელსაც 
 ავიღებ და სიმღერა არ გამოვა გონებაში ილექება და რაღაც მომენტში სხვა სტრიქონებთან ტანდემში გამოდის
კომპოზიცია... გონება აუცილებლად მას დაგიბრუნებს და რაზეც ფიქრობ, არ გავიწყდება..."
 

 

 
 
მამუკა ჩარკვიანს მომავალ წელს 65 წელი უსრულდება. 
 
კონცერტზე ფიქრობს, თუმცა  ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, შეხვდება თუ არა მსმენელს, რომელიც,
საყვარელი შემსრულებლის სცენაზე გამოჩენას მოუთმენლად ელოდება. 
 
 

 

 

 

ესაუბრა: მარიამ ნებიერიძე


თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !