
უკრაინული მუსიკალური შოუს – საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი საზოგა
დოებას თანადგომისკენ მოუწოდებს.
როგორც ალექსანდრე რადიო"აფხაზეთის ხმასთან " საუბარში ამბობს, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი
გულშემატკივარი მძიმე სენს ებრძვის და მას დახმარება ესაჭიროება:"ეკა ვაჭრიძე, რომელსაც ჩვენი თანა
დგომა სჭირდება, არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, მეგობარი და ნათესავი, სწორედ ეკა მასწავლებელი
იყო პირველი, რომელმაც ჩემში მუსიკის ნიჭი დაინახა და მის შეყვარებაში დამეხმარა. ეკას მდგომარეობა
მძიმეა, აქვს იმუნური დაავადება, რის შედეგადაც ფილტვების ერთი მესამედი დაკარგა"
გამომდინარე იქედან, რომ ეკა ვაჭრიძეს სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება, ალექსანდრემ მცირე დროში
მოახერხა და საყვარელი მასწავლებლისთვის რუისში საქველმოქმედო კონცერტი დაგეგმა:"ხვალ, 28 იანვარს
გაიმართება ჩემი სოლო კონცერტი და შემოსული თანხა მთლიანად ეკა მასწავლებლის მკურნალობას
მოხმარდება"
ამბობს,რომ ხალხის დიდ სიყვარულს დღემდე გრძნობს და ამ კეთილ საქმეშიც ადამიანების თანადგომის
იმედი აქვს.
ზაზარაშვილმა სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა, თავის თავს იმ ქვეყანაში ხედავს, სადაც
მეოცნებე და ნიჭიერ ადამიანებს ყველაზე მეტად უმართლებთ: "მინდა ამერიკაში წავიდე და ჩემი
მუსიკალური კარიერა იქ გავაგრძელო,მჯერა, რომ რაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად ახდება"
იმისათვის, რომ ალექსანდრეს ყველაზე დიდი გულშემატკივარი გვერდით ჯანმრთელი ჰყავდეს საზოგადოების
დახმარება აუცილებელია:
ანგარიშის ნომერი : GE65LB0711113980551001 - Liberty bank
GE98TB7963345061100036 -TBS bank მიმღები: ეკა ეგნატაშვილი