
მსახიობი ია შუღლიაშვილი საუკეთესო მსახიობთა შორის მოხვდა.
უცხოურმა ვებ გვერდმა, რომელიც მსოფლიო კინო სამყაროში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს,
შუღლიაშვილი 10 საუკეთესო მსახიობთა ჩამონათვალში შეიყვანა.
მსახიობი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმით
“ჩემი ბედნიერი ოჯახი” მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა.