-
2020-01-06 18:21
საქართველოს სახალხო არტისტ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან. ღონისძიება 13 იანვარს,
მსახიობის დაბადების დღეზე გაიმართება.
არიადნა შენგელაიას როლებს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია შემდეგი კინოროლები: ტატიანა („ევგენი ონეგინი“, 1958), ეჟენი გრანდე
(„ეჟენი გრანდე“, 1960), მანოლი („ენგურის ნაპირებზე“, 1961), მარია ( „თეთრი ქარავანი“, 1964), ვერა შეინა
(„ძოწის სამაჯური“, 1964), ლოტა („ჯვარცმული კუნძლი“, 1968), კაროლინა („ფერენც ლისტი“, 1970), კაროლინა
(„მთვარის მოტაცება“, 1971), მარგალიტა („შერეკილები“, 1974) და სხვა.