-
2020-01-03 16:43
“შინდისის” ჩვენებები სანტა ბარბარაში 21, 22 და 24 იანვარს გაიმართება.
სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 35-ედ ჩატარდება.ყოველწლიურად ფესტივალი
95 000 სტუმარს და 200-ზე მეტი ფილმის ჩვენებას მასპინძლობს.
“შინდისი” რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და გვიყვება სოფელზე,
რომელშიც ომმა გაიარა. მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა
ასრულებენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც გრან პრი და
საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.