-
2019-12-29 19:29
საინტერესოა, როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:
იტალიელები ახალ წელს ფანჯრიდან ძველ ნივთებს ყრიან, უთოდან დაწყებული, სკამებითა და მაგიდებით
დამთავრებული. რაც უფრო მეტ ძველ ნივთს გადაყრი - უფრო შემოსავლიანი იქნება ახალი წელი.
თუმცა თუ ძველი ნივთები არ არის სახლში, მაშინ ფანჯრიდან ახალი ნივთებიც უნდა გადაყარო-აღნიშნულ
რიტუალს.ამას გარდა, არსებობს ერთი სახალისო იტალიური ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, 31 დეკემბერს
მამაკაცები და ქალბატონები ერთმანეთს წითელი ფერის სამოსს ჩუქნიან. სწორედ წითელი ფერი ასახავს სიახლეს.
ბევრი იტალიელი უერთდება.
დიდ ბრიტანეთში სჯერათ, რომ თუ მეკვლე ქერა ქალბატონი იქნება, მომდევნო წელი წარუმატებელი ა
ღმოჩნდება. ამიტომ, პირველ სტუმარს მათთვის ყველაზე დიდი ძალა აქვს ახალ წელს. სწორედ ეს პირველი
ადამიანი უნდა იყოს შავგვრემანი, სიმპათიური, ახალგაზრდა მამაკაცი, საჩუქრად კი სასურველია მონეტა, ნახშირის
ნატეხი, ან პური მოიტანოს, რათა ოჯახს ახალ წელიწადში არცერთი ჩამოთვლილთაგანი არ დააკლდეს.
დანიაში საახალწლო სუფრაზე ოჯახის დიასახლისი აუცილებლად დებს ბრინჯის ფაფას სურპრიზითურთ.
სიურპრიზი იმაში გამოიხატება, რომ ჯამის ძირში თხილის გული ან კაკალია ჩაგდებული. ეს ტრადიცია
განსაკუთრებით გასათხოვარ გოგონებს მოსწონთ, თუ თხილი შეგხვდება, ახალ წელიწადში ქორწილი გარდაუვალია.
დანარჩენებისთვის კი უბრალოდ ბედნიერების მომტანია.
გერმანიაში ახალ წელს ოჯახურ დღესასწაულად მიიჩნევენ, აუცილებლად ოჯახის ყველა წევრი საახალწლო
სუფრასთან ხვდება ახალ წელს. საახალწლო საჩუქრების გაცვლის ცერემონიას კი ბეშე-რუნგი ჰქვია. საახალწლო
სუფრას გერმანელები აუცილებლად ვაშლებით, ნიგოზით, ქიშმიშითა და პეროგებით ალამაზებენ. სიმბოლიკა კი ამ
სასუსნავს შემდეგი აქვს: ვაშლი სიკეთისა და ბოროტების შეცნობისთვის არის განკუთვნილი, ნიგოზი კი
იდუმალებისა და ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლოა.
წყარო:droni.ge