-
2019-12-17 18:38
საქართველოს პრეზიდენტი თეატრის განვითარების მიზნით ამ სფეროში მოღვაწე მსხვილ ორგანიზაციებთან ინტენსიურ შეხვედრებს გამართავს.
პირველი შეხვედრა დღეს გაიმართა.
თეატრალური სფეროს წარმომადგენლების თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება თეატრის განვითარებაზე და საზოგადოებაში თეატრის კულტურის დამკვიდრებაზე.
"ძალიან კმაყოფილი ვარ ამ დიალოგის დაწყებით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება და ჩვენ სხვადასხვა კონკრეტულ წინადადებებსაც მოვამზადებთ. შეხვედრები გახდება ფართომასშტაბიანი და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოიცავს" - აცხადებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი შალუტაშვილმა.