
თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ ფილმს ევროკავშირის მიერ დაწესებული პრიზი გადაეცემა.
ჯილდოსთვის "ადამიანის უფლებები კინოში 2019" 7 ნომინირებული ფილმი იბრძოლებს, საუკეთესოს კი ჟიური გამოარჩევს.
ნომინირებული ფილმებია :
1.ღორი - რეჟისორი, გიგა ლიკლიკაძე
2.კომეტები - რეჟისორი, თამარ შავგულიძე
3.უარყოფითი რიცხვები - რეჟ. უტა ბერია
4.ჩაისუნთქე ამოისუნთქე - რეჟ. დიტო ცინცაძე
5.სანამ მამა მოვიდოდეს - რეჟისორი, მარი გულბანი
6.თორმეტი გაკვეთილი -რეჟ. გიორგი მრევლიშვილი
7.ოქროს ძაფი - რეჟ ლანა ღოღობერიძე
ფილმის დაჯილდოება დღეს, 20:00 საათზე, კინოთეატრ "ამირანში" შედგება.