
კინოთეატრ „ამირანის“ ეკრანებზე თამარ შავგულიძის ფილმი „კომეტები“ გამოჩნდება.
კინოჩვენება 2 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც მაყურებელს რეჟისორთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემა.
ფილმი სექსუალური უმცირესობის თემატიკას ეხება და ორი ქალის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.
განმეორებითი კინოჩვენება 4 და 8 დეკემბერს გაიმართება.