ცნობილი მსახიობი ჯეინ ფონდა აქტიურად განაგრძობს კლიმატის ცვლილებაზე გამართულ აქციებში მონაწლეობის მიღებას. საკუთარი აზრის დაფიქსირების ფონდასეული ფორმა საკმაოდ ხისტი და უხეშია, რაც მისი ხშირი დაკავების მიზეზი გახდა.
არც ბოლო შემთხვევა იყო გამონაკლისი და ჯეინი კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ დააკავეს მისი საქციელის გამო.
“სანამ ძალიან გვიანი არ იქნება მნიშვნელოვანია ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ეს კრიზისი ძალიან მწვავე და სასწრაფოოდ მისახედია. მე შთაგონებული ვარ ახალგაზრდა შვედი სტუდენტს „ გრეტა თანბეერგით, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე თითქოს ჩვენს სახლს ცეცხლი უკიდია, რადგან ასეც არის. “ - განაცხადა მსახიობმა.