-
2019-09-07 11:16
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2019 წლის 7-9 სექტემბერს, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მესამედ გამართავს.
იგი ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, „ბლექ სი არენაზე“ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიხსნება. მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, მათ შორის "ქართული ხმები".
ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა, უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლებს. საქართველო – მრავალხმიანობის სამშობლო – აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და დაახლოების ადგილად.