ათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში ინფრასტრუქტურა განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ვიზიტორებს განსაკუთრებული სიახლეები დახვდებათ სათაფლიაში, სადაც სრულად განახლდა იურული პარკი და
დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები. ტერიტორიაზე დაწყებული დამატებითი
ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა.
სათაფლიაში ასევე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, რომელიც სულ მალე ვიზიტორებისთვის
გაიხსნება.