დღეს თენგიზ არჩვაძის დაბადების დღეა.
მსახიობი 1932 წლის 3 აგვისტოს თბილისში დაიბადა.
მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან — მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. პირველი როლი, ფილმში „ერთი ცის ქვეშ“1961 წელს შეასრულა. მსახიობის ბოლო როლი კი ფილმში „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ იყო. თენგიზ არჩვაძემ სულ 46 კინოროლი შეასრულა.
მაგთგან გამორჩეულია :"კეთილი ადამიანები", "ხევისბერი გოჩა", "შეხვედრა მთაში", "შეხვედრა წარსულთან" და სხვა.