-
2019-07-30 14:47
ქართული ღვინო ცხრა საუკეთესო ევროპული ღვინის ჩამონათვალში მოხვდა.
ევროპული ღვინოები ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის შეირჩა. ჩამონათვალში, ისეთ ქვეყნებთან ერთად,
როგორებიცაა: თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, შვეიცარია და მაკედონია, ორი ქართული ღვინო მოხვდა -
„ოროველას“ საფერავი 2008 და „იბერიულის“ ქისი 2017.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიოს ყურადღებას ქართული ღვინო იმსახურებს.
ზემოთხსენებული ბრიტანული გამოცების სტატიაში ნათქვამია, რომ შერჩეული ღვინის დასამზადებლად
აღნიშნული ქვეყნები ადგილობრივ ყურძნის ჯიშებს იყენებენ.