
საქართველოში ტაილანდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყო.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, სერიალის სიუჟეტის რამდენიმე ნაწილის გადაღებები თბილისში,
მესტიასა და ქუთაისშია დაგეგმილი.
ტელესერიალის გადაღებები 30 ივლისამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში
შემოსულია 26 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 15 ფილმზე, დამატებით 11 ფილმზე კი
გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს.