
ლევან აკინის ქართულ-შვედურმა ფილმმა And Then We Danced ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის
მფლობელი გახდა.
მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში შედგა და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.
ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ.