-
2019-07-12 13:24
13 ივლისს, ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის
ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები Beka, Chiki, Toke, ასევე მუსიკალური ბენდები „Melomaniak“ და „Goofy Land’ იზრუნებენ .
გაიმართება ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და ქართული, აღდგენილი მულტფილმების ჩვენება პარკის ამფითეატრში.
ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების
შეკვეთა იქნება შესაძლებელი.