ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ.
ფილმის საქართველოში გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს
გადაწყდა, რომლებიც საქართველოს 26 აპრილიდან 2 მაისამდე სტუმრობდნენ.
ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო
„აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობდა.
შეგახსენებთ, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რასაც
შემოსული 26 განაცხადი მოწმობს. მათგან გადაღებები 15 პროექტზე უკვე დასრულდა.