-
2019-07-05 15:41
მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ
კერძო სექტორში ბრუნდება. ამბობს, რომ სურს ადგილი ახალ ადამიანებს და ახალ ენერგიას დაუთმოს.
„მეგობრებო, მსურს, ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ
დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება
ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი –
სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ. დღეს კი, მივიღე
გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე. ვფიქრობ, 5 წელი
ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს
საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით. ასევე, დროა, ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ
ენერგიას დავუთმო“, – წერს გიორგაძე.
მიხეილ გიორგაძე თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის კულტურისა და სპორტის სფეროში მომუშავე
ადამინებს.