
ლოკარნოს კინოფესტივალზე გიორგი ვარსიმაშვილის ფილმის პრემიერა გაიმართება.
ჩვენება 16 აგვისტოსაა დაგეგმილი. ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის განმარტებით, რეჟისორები ლოკარნოს კინოფესტივალის პატრონაჟითა და ტიჩინოს კინო
კომისიის მხარდაჭერით შეირჩნენ.
ფილმი 15 ნოველისგან შედგება, რომელზეც 15 რეჟისორი შვეიცარიის მთებში მუშაობდა. ერთ-ერთი
მოკლემეტრაჟიანი ფილმი „არჩევანი“ ქართველ რეჟისორ გიორგი ვარსიმაშვილს ეკუთვნის. ფილმი გიორგი
ცხვედიანის სცენარის მიხედვით არის შექმნილი.