
ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ ახალ ხმაში მორიგ წარმატებას მიაღწია.
მან ორ კონკურსანტთან ერთად ბიონსეს "halo" შეასრულა.
ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილებით, რინგის ტურის გამარჯვებული ქართველი მონაწილე გახდა.
ზაზარაშვილმა პირველ შესარჩევ ტურში სელინ დიონის ერთ-ერთი ცნობილი ჰიტი შესანიშნავად შეასრულა.
ქართველი მონაწილე სოფელ რუისიდან არის. ექვსშვილიანი ოჯახიდან, რომელიც უკრაინაშ სპეციალურად
საბავშვო მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
ალექსანდრე ზაზარაშვილი ხელოვანთა კავშირის აღმოჩენა, "მომავლის ვარსკვლავების" 2018 წლის ეროვნული
და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პრიზიორი და სტიპენდიანტია.