-
2019-06-20 11:36
ბათუმში საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ფესტივალი „ზაფხული იწყება აქ“ გაიმართა.
ფესტივალისთვის მოეწყო ბუნგალოები, ღია კაფეები, ფრანების შოუ, დაიგეგმა კულტურული და
სპორტული აქტივობები ელექტრონული მუსიკის ფონზე.

საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმში არაერთი ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის
მოეწყო ფრანების შოუ , ფრენბურთის ჩემპიონატი, ასევე ღია სივრცეები და გასართობი ადგილები
დამსვენებლებისთვის.


სანახაობები ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში გვიან ღამემდე გაგრძელდა.


ფესტივალზე გამოიფინა ასევე „ტურისტული ოსკარი“, რომელიც ბათუმმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.

აღნიშნული ფესტივალი კი ბათუმში ზაფხულის სეზონის მხოლოდ დასაწყისია, მზიანი დღეების
განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი კიდევ ბევრი სანახაობით მიიქცევს თქვენს ყურადღებას.