
ვიდეორგოლის ჩვენებას შემსრულებლის მეგობრები, ქართველი მომღერლები და მედიის წარმომადგენლები
დაესწრნენ.
ახალმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. კლიპის დასრულებისთანავე ნინო ჩხეიძე
აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
რადიო"აფხაზეთის ხმასთან " საუბარში მომღერალმა სალომე ბაკურაძემ აღნიშნა, რომ ნინო ჩხეიძემ და მისმა
ბენდმა კომპოზიციას სიმსუბუქე და კარგი ჟღერადობა შესძინეს :"ეს სიმღერა რუსა მორჩილაძის ერთ-ერთი
განსაკუთრებული სიმღერაა, ძალიან მიხარია,რომ ნინომ განსხვავებული ვარიანტი შემოგვთავაზა,
თავისეული ვერსია, დარწმუნებული ვარ, ახლობელი და საყვარელი კომპოზიცია გახდება
მსმენელისთვის."
"ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, ახალ ვერსია ჩემთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო მოსასმენი იყო,არ
შემიძლია არ აღვნიშნო კლიპი, რომელიც ძალიან მომეწონა, ნინო მასში განსაკუთრებულად ლამაზი
არის"
(ვერიკო ტურაშვილი)
"ძალიან მომეწონა ახალი კლიპიც და შესრულებაც, არანჟი იყო არაჩვეულებრივი,ეს არის სიმღერა,
რომელიც ნინოს ძალიან უხდება "(რუსა მორჩილაძე)
შეგახსენებთ, რომ კომპოზიცია"ამაღამ" რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა,
არანჟირებაზე კი ბექა ნიკოლაიშვილმა იზრუნა.
მომღერალი საღამოს დასასრულს დაგვპირდა, რომ შემდეგ ნამუშევრს კვლავ დიდ ეკრანზე, მეგობრულ
გარემოში წარადგენს.
მარიამ ნებიერიძე