
კახი კავსაძე 84 წლის გახდა.
საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო
პრემიის ლაურეატი 1935 წლის 5 ივნისს დაიბადა.
შესრულებული აქვს 100 მდე კინოროლი, მათ შორისაა ფილმები:"სიყვარული ყველას უნდა", "ღვინის
ქურდები", "მონანიება" "ნატვრის ხე" "მთვარის მოტაცება" და სხვა.
რუსთაველის თეატრის სცენაზე ნათამაშები აქვს სპეკტაკლებში: უილიამ შექსპირი „ჰამლეტი“
(ფორტინბრასი) რეჟ. დიმიტრი ალექსიძე, მიხეილ მრევლიშვილი „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (დავით
დადიანი) რეჟ. დიმიტრი ალექსიძე ლევან სანიკიძე „ქუთათურები“ (კოტე) რეჟ. დიმიტრი ალექსიძე და სხვა
2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ,,ვარსკვლავი’’.