
პორტალმა 24/7 Wall Street-მა მსოფლიო მუსიკალურ ისტორიაში საუკეთესო სიმღერები დაასახელა.
კომპოზიციების გამოსავლენად სიმღერების გაყიდვები გაითვალისწინეს.
ყველაზე პოპულარულ სიმღერად ბრიტანული ჯგუფის Beatles-ის სიმღერა Yesterday დასახელდა, რომელიც 1965 წელს
გამოვიდა.
მეორე ადგილს დუეტ Simon & Garfunkel-ის კომპოზიცია Bridge Over Troubled Water-ი იკავებს, მესამე ადგილზე კი
ბრიტანელი მომღერლის ადელის სიმღერა Rolling In the Deep-ი მოხვდა.
საუკეთესო სიმღერების ათეულში Beatles-ის კიდევ 2 სიმღერა შევიდა.