
გავიხსენოთ ყველასთვის საყვარელი და დასამახსოვრებელი ფრაზები ქართული ფილმებიდან.
„მამაკაცებისთვის ქალის მიმართ დამოკიდებულება, ყოველთვის სარვამარტო უნდა იყოს, ძვირფასო
მამაკაცებო, როცა შეხედავთ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს ნუ დაგავიწყდებათ,
რომ ეს ის გოგონაა, რომლისთვისაც თქვენ წინათ ღამეები გითევიათ, ზოგს ლექსებიც უწერია, ზოგჯერ
უნიჭოდ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამე გიტირიათ კიდეც. სიცოცხლის გახანგძლივების
პრობლემებზე რომ ვმუშაობთ,სიყვარულის გახანგძლივებაზეც იზრუნეთ, რადგან ხომ გახსოვთ
:“უსიყვარულოდ არ არსებობს თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ“ . („მზე შემოდგომისა“).
”არასოდეს არაფერი მოიპარო შიმშილი რომ კვდებოდე მაინც , იცოდე სხვისი არაფერი შეგშურდეს და
იცოდე ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც ,
ამიტომ იოლად ნურავის ნუ გაიმეტებ ” – (”უძინართა მზე”)
რის მაქნისია გზა, თუკი ტაძართან არ მიმიყვანს?!("მონანიება")
– თქვენ მოკვლას გიპირებენ, მილიციას უნდა მიმართოთ!
– არა, ამაზე მილიცია როგორ შევაწუხო. ("ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი")
"ბებია, ბებია, მიცვალებული აღდგა" (იმერული ესკიზები")
"ტყვიას, ტყვიაში აჯენს" ("მხიარული რომანი")
იცი, შენ, კუკარაჩა, რა არის სიყვარული?
კუკარაჩამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- აბა, მითხარი.
- ყველაზე დიდი ნიჭი, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა... და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ
ქვეყნიდან. ("კუკარაჩა")
"ის შავი კაცი, ვინღა იყო" , ვერ გაიგო, ამ ხალხმა ,რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი" (
"შერეკილები")
“–ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვას!!!” ("ფეოლა")
"გახსოვდეს, ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, ფესვებიდან!"("ფესვები")
"თქვენ მოჰკალით ძერა?! " (ჭრიჭინა)
მარიამ ნებიერიძე