
დღეს წითელი პარასკევია.
ილია მეორემ გარდამოხსნის წესი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეასრულა. მსახურება 14:00
საათზე დაიწყო.
დღევანდელ დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სწორედ
ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს
„მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“... კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ
გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც.