
საქართველოს დამოუკიდელობის დღესთან დაკავშირებით "შავნაბადა" დანიაში სოლოკონცერტს გამართავს.
ქალაქ კოპენჰაგენში, ფრედერიკის სახელობის ტაძარში, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი მსმენელს ქართულ
კომპოზიებს შესთავაზებს.
"უმნიშვნელოვანესია ანსამბლისთვის ეს გამოსვლა, ერთის მხრივ იმით, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის
დღეს, სკანდინავიის ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანაში საკუთარი ეროვნული კულტურის წარმოჩენის
საშუალება ეძლევა, მეორეს მხრივ კი თავად დანია სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც საინტერესო მუსიკალური
ტრადიციები გააჩნია. შესაბამისად, ანსამბლი ,,შავნაბადა“ ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება"-
ნათქვამია "შავნაბადას" ოფიციალური გვერდის განცხადებაში.
მარიამ ნებიერიძე