
30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში კონცერტი გაიმართება.
საქართველო ამ დღეს საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ბენდის „Irakli Louis Ambassadors’’-ისა და თბილისის
მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით შეუერთდება.
6 მუსიკოსისგან შემდგარ ბენდში ერთ-ერთი ქართული წარმომავლობის ჯაზმენი ,ირაკლი დავრიშევი-
დავრიშაშვილია, რომელიც სამშობლოში კონცერტს პირველად გამართავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი დავრიშევი- დავრიშაშვილმა 1965 წელს ლუი ამსტრონგთან ერთად კონცერტი
გამართა.
მარიამ ნებიერიძე