
მსოფლიოში უამრავი ლამაზი და დასამახსოვრებელი ადგილია.
ამ ჯერად გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ლამაზ ქუჩებს, სადაც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა
ჩაიაროთ.
მაროკოში არსებული ყველა ქუჩა ფერადოვნებითა და ორიგინალობით გამოირჩევა. ლურჯად შეღებილი
კედლები და ბევრი ყვავილი ამ ქვეყანაში არსებული ქუჩების სავიზიტო ბარათია. ასე რომ, თუ ოდესმე
მაროკოში მოხვდებით, ბევრი ისეირნეთ, რათა უკეთ შენიშნოთ ქალაქის მშვენიერება.
მაროკო
ერთმანეთში გადახვეული ხის ტოტები , რომლებიც საოცარ ხედს ქმნიან . ამ ადგილს ირლანდიაში ჩასული
ტურისტები ხშირად სტუმრობენ.
ქოლგებით პორტუგალიის ქუჩა 2011 წელს ერთ-ერთი დღესასწაულის დროს მორთეს, მაგრამ ქალაქი
ისე დაამშვენა , რომ ფერადი ქოლგები პორტუგალიის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ქუჩა, რომელსაც გაზაფხულობით უნდა ეწვიოთ, რადგან ამ დროს ბუნების ზეიმია და აყვავებულ ხეებს არაფერი
შეედრება.
იაპონიაში მოგზაურობა- ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, ალუბლების ყვავილებით მორთული ქუჩის
სანახავად.
მიკონოს ქუჩა , საბერძნეთი.
ერთ-ერთი რომანტიკული ადგილი საბერძნეთში, რომელსაც შეყვარებული წყვილები ხშირად სტუმრობენ. ქუჩა
თეთრი ფერის კედლებითა და ქოთნის ლამაზი ყვავილებითაა მორთული.
ამ ქუჩების ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, რომლებსაც
აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
მარიამ ნებიერიძე