
გთავაზობთ, რეალურ ფოტოებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში ყველაზე ხშირად შეხვდებით.
ამ ცნობილი ფოტოს სულისშემძვრელი ისტორია შეიძლება ბევრმა არ იცის. ეს სურათი ფოტოგრაფმა კევინ
კარტერმა 1994 წელს სუდანში შიმშილობის დროს გადაიღო. ფოტოსთვის მან უმაღლესი ჯილდო -
პულიტცერის პრემიაც კი მიიღო, სურათზე კარგად ჩანს, როგორ ელოდება სვავი შიმშილისგან
ღონემიხდილი ბავშვის სიკვდილს...არავინ იცის, რა დაემართა გოგონას, რომელიც ბანაკამდე მისვლას
ცდილობდა.
ცნობილია, რომ ფოტოგრაფს მას შემდეგ დიდი დეპრესია ტანჯავდა. საბოლოოდ, სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა.
ავღანელი გოგონა,რომელსაც ჟურნალისტის კამერა იარაღი ეგონა და ხელების აწევით დანებდა. ის თავის
ოჯახთან ერთად ტყვეობაში იმყოფებოდა.
ამ, ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელმა ფოტომ, რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელი დაიპყრო. კადრში
კარგად ჩანს, პატარა ბიჭუნა, რომელიც ფოტოს გადაღებას უცნაური ხერხით ცდილობს.
ალაბამას შტატი, 2012 წელი, კაცმა მიწისძვრის შემდეგ თავისი ძაღლი უვნებელი იპოვა.
ფოტო 1967 წელს , ფრანგი ფოტოგრაფის მიერ ვიეტნამშია გადაღებული.
და ბოლოს, გთავაზობთ ფოტოებს სერიიდან „ტიბეტელი ბავშვები“
წამებში ასახული ემოცია, სწორედ ესაა ფოტოგრაფის მთავარი მიზანი. აქ წარმოდგენილ ფოტოალბომში კი
ადამიანური განცდები ნამდვილად იგრძნობა.
მარიამ ნებიერიძე