
სიყვარულის ქალაქად წოდებული პარიზი თავის მშვენიერებას დღითიდღე ამტკიცებს.
საფრანგეთის საუცხოო დედაქალაქში ჩასვლისას ტურისტს ბევრი ფიქრი არ სჭირდება, რომ ეიფელის კოშკთან
რაც შეიძლება ბევრი სამახსოვრო ფოტო გადაიღოს, მოინახულოს "ბურბონის სასახლე" და ლუვრი , მსოფლიოში
ერთ-ერთი დიდი მუზეუმი, რომელსაც დღის განმავლობაში ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს.
მაგრამ , საინტერესოა, დამღლელი დღის შემდეგ სად შეიძლება ივახშმო და სად დაასრულო დღე გემრიელ კე
რძებთან ერთად.
წარმოგიდნენთ 2019 წლის ყველაზე ლამაზ რესტორნებს, სადაც პარიზული განწყობა იგრძნობა.
La Maison du Caviar - რესტორანი, განახლებული დეკორაციით,ორიგინალური ჭაღებითა და ხავერდოვანი
კედლებით, სასიამოვნო გარემოს გარდა, მიირთმევთ უგემრიელეს კერძებს. ეს რესტორანი ზღვის
პროდუქტების მოყვარულებისთვის ზედგამოჭრილია, რადგან აქ უგემრიელეს შებოლილ ორაგულსა და
ხიზილალას ამზადებენ.
Girafe
ამ რესტორნის დეკორატორი ამაყობს მარმარილოს საუცხოო ბარითა და ლამაზი, მავთულებიანი სკამებით.
თუ პარიზში გამგზავრებას აპირებთ და ამ რესტორანზე შეაჩერეთ არჩევანი, მენიუდან სასურველი კერძის
წინასწარ არჩევაში ჩვენ დაგეხმარებით. წინ გელოდებათ ხილის ასორტის საუცხოო მენიუ, ცხარე ორაგული
ქოქოსის რძესთან ერთად, ზაფხულობით მომხმარებეს შეუძლია ტერასაზეც მიირთავს, ესაა ადგილი, საიდანაც
ეიფელის კოშკი ძალიან კარგად ჩანს.
Beefbar
და დროა, დატკბეთ ულამაზესი შუშის სახურავის მქონე რესტორნითა და უმეგრიელესი ხორცის პრუდუქტით,
მიირთვათ ჟასმინის ჩაი, რომელიც თქვენში სასიამოვნო განცდებს აღძრავს და პარიზში გატარებულ დღეებს
გაგახსენებთ.
Le Train Bleu
ძველი ეპოქით შთაგონებული რესტორანი, ასე უწოდებს დეკორატორი რესტორანს, რომლის ჭერის სიმარლე
26 ფუტს აღწევს, წარმოდგენილია ფრანგული საზმარეულოს ყველაზე გემრიელი კერძები და რაც მთავარია,
მე18 საუკუნის ფრესკებითა და დიზაინით გაფორმებული ინტერიერი მისულ სტუმარს, თავს არასდოს
დაავიწყებს.
ამ რესტორნების მონახულების შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ პარიზს აქვს
ძალა ,არასდროს დაგავიწყოთ დღეები, რომელსაც ამ დიდებულ ქალაქში გაატარებთ.
მარიამ ნებიერიძე