
ცნობილი გახდა, რომ "თეატრალური კვარტეტი" კომპოზიტორ მაცაცო სებისკვერაძის ახალ სიმღერებს
შეასრულებს.
"ქალბატონი სესილია" და "ლიზი" ეს იმ მუსიკალური ნაწარმოებების სახელწოდებებია, რომლებიც
კომპოზიტორის ახალ ალბომში შევა და რომელსაც "თაეტრალური კვარტეტის" მუსიკოსები
უახლოეს მომავალში მსმენელის წინაშე წარადგენენ.
რაც მთავარია, მზადდება კიდევ ერთი სიმღერა , რომელიც პოეტ ანა კალანდაძის ლექსზეა დაწერილი და
მასაც კვარტეტის წევრები იმღერებენ .
აღნიშნული კომპოზიციები როიალის აკომპანიმენტით ჩაიწერა.
მარიამ ნებიერიძე