
მართლმადიდებლური სამყარო დღეს,7 აპრილს, ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა საქართველოს ყველა ტაძარში აღევლინება.
ამ დღეს, ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად, მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი
სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა
გადაწყვიტა.
უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა,
რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რაც ითარგმანება, როგორც „ჩვენთარ არს
ღმერთი."
მარიამ ნებიერიძე